თავში

"დიდებული საუკუნის" მსახიობს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

​"დიდებული საუკუნის" მსახიობს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
დიდებული საუკუნის მსახიობს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თურქ მსახიობს ადნან კოჩს, რომელიც თურქულ სერიალ "დიდებული საუკუნეში" ბეჰრამ-ფაშას როლს ასრულებდა, 16 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალდება რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის - პოლიციისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა, მძევლების აყვანა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Cumhuriyet ავრცელებს.

კოჩი და კიდევ ხუთი ბრალდებული ანტინარკოტიკული ოპერაციის შედეგად 2018 წელს დააკავეს. მათ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, სამხილების განადგურებას და პოლიციის თანამშრომლების მძევლად აყვანას ცდილობდნენ. მათ 6 სამართალდამცავი დაჭრეს.

ადან კოჩთან ერთად 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მის ძმას, აჰმეტს მიუსაჯეს. დანარჩენები 4დან 17 წლამდე, სხვადასხვა ვადით გაასამართლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system