თავში

დიდი ბრიტანეთი ხუთშაბათიდან COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებას იწყებს

დიდი ბრიტანეთი ხუთშაბათიდან COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებ
დიდი ბრიტანეთი ხუთშაბათიდან COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებას იწყებს

დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარეთა გუნდი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოხალისეებზე ტესტირებას ხუთშაბაიდან დაიწყებს. ამის შესახებ ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე  გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენქოქმა განაცხადა.

”მე შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება ხუთშაბათიდან დაიწყება. ეს არაჩვეულებრივი შედეგია, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოთი ვამაყობ, რადგან როგორც წესი ამ ეტაპამდე მისვლას წლები სჭირდება",- განაცხადა ჰენქოქმა.

სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინის ყველაზე პერსპექტიული ორი პროექტი მიიღებს დამატებით დაფინანსებას მთავრობისგან. მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დამატებით 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაფინანსებას მიიღებენ, ხოლო,  ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გუნდი, რომელიც ვაქცინის ტესტირებას ცხოველებზე აწარმოებს 22.5 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 70 პოტენციური ვაქცინა მზადდება. ექსპერტების აზრით, წამლის ეფექტურობის დასამტკიცებლად და საჭირო ტესტირებების გასავლელად ერთი წელია საჭირო.

თუმცა, დიდი ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამ კვირიდან, ტესტირებასთან ერთად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებასაც დაიწყებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის, ჯენერის ინსტიტუტის დირექტორის, ადრიან ჰილის განცხადებით, ექსპერიმენტული ვაქცინის ნაადრევი წარმოების მიზანი, სექტემბრის თვისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინის შექმნაა. გეგმის თანახმად სექტემრისთვის ათასი ერთეული ვაქცინა უნდა იყოს მზად. აღნიშნულ ვაქცინას 80%-იან წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system