
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სამეფოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვები არ მოიხსნება და არც შემსუბუქდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ფაქტები ცხაყოფს, რომ ამ დროისათვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე არ უნდა ვიფიქროთ",- განაცხადა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა, მაიკლ გოუვმა Sky News-თან ინტერვიუსას.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო დაწესებული შემზღუდველი ზომები, სამეფოში სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.