თავში

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო პრემიერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს დღეს დაასრულებს

​დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო პრემიერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს დღეს დაასრულებს

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას დღეს დაასრულებს.

11 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგია გამოიტანს ვერდიქტს, რამდენად კანონიერი იყო პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ.

თუ ჯონსონი სასამართლო პროცესს წააგებს, მას შესაძლოა პარლამენტის მოწვევა დაევალოს. ეს კანონმდებლებს დამატებით ვადას მისცემს იმისთვის, რომ „ბრექსიტის“ შესახებ საბოლოო პოზიციაზე შეჯერდნენ.

11 სექტემბერს შოტლანდიის უმაღლესმა სასამართლომ ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს დაუყოვნებლივ მოწვევა მოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system