თავში

დიდი ბრიტანეთი ვაქცინას 7 დეკემბერს მიიღებს

დიდი ბრიტანეთი ვაქცინას 7 დეკემბერს მიიღებს
დიდი ბრიტანეთი ვაქცინას 7 დეკემბერს მიიღებს

დიდი ბრიტანეთი COVID-19-ის ვაქცინას 7 დეკემბერს მიიღებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე. საავადმყოფოებმა მიიღეს განკარგულება 10 დღის ვადაში მოემზადონ ვაქცინააციისთვის. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას უპირველესად სამედიცინო პერსონალი მიიღებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

ცნობისთვის, Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემების საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ეფექტურობა 95%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ღირებულება 15,5 ევრო იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system