თავში

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს

​დიდი ბრიტანეთის დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარი თქვა.

ამის შესახებ, გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, დედოფლის უფროსმა კოსტიუმერმა, ანჯელა კელიმ განაცხადა.

„თუკი მის უდიდებულესობას ღონისძიება განსაკუთრებით ცივ ამინდში ექნება, მაშინ ხელოვნური ბეწვი იქნება გამოყენებული, რათა ის თბილად იყოს“, - აცხადებს კელი, რომელიც დედოფლის ჩაცმულობაზე უკვე 25 წელია ზრუნავს.

ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

„Peta-ს (People for the Ethical Treatment of Animals) თანამშრომლები ჯინით სავსე ჭიქას ბეწვზე უართან დაკავშირებით დედოფლის გადაწყვეტილების პასუხად სწევენ“, - განაცხადა ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამების დირექტორმა, მიმი ბეხეჩმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system