თავში

დიდი ბრიტანეთის ელჩმა თეირანი დატოვა

​დიდი ბრიტანეთის ელჩმა თეირანი დატოვა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა თეირანი დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ირანში, რობ მაქეირმა, თეირანი დატოვა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაქეირი, თეირანის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, თეირანს, შეიძლებოდა, ქვეყნიდან გაეძევებინა. თეირანის სასამართლომ იგი „არასასურველ ელემენტად“ გამოაცხადა.

11 იანვარს მაქეირი, თეირანში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უარყო ირანის ბრალდება საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ის ჩამოგდებული თვითმფრინავის დროს დაღუპულთათვის პატივის მისაგებ ღონისძიებას დაესწრო.

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.

თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system