თავში

დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ითხოვს, რომ Netflix-მა "გვირგვინი" მხატვრულ სერიალად მონიშნოს

​დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ითხოვს, რომ Netflix-მა "გვირგვინი"
დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ითხოვს, რომ Netflix-მა გვირგვინი მხატვრულ სერიალად მონიშნოს

დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრი, ოლივერ დოუდენი თვლის, რომ Netflix-მა სერიალ "გვირგვინს" უნდა დაუმატოს ნიშანი "fiction" ) მხატვრული, რომელიც ყოველი ეპიზოდის წინ გამოჩნდება ეკრანზე. მისი თქმით, ეს მაყურებელს დაეხმარება აღქმაში, რომ შოუში ნაჩვენები ყველა მოვლენა ისტორიულად მართებული არ არის.

"ეს შესრულებული მხატვრული ნაწარმოებია, ისევე, როგორც სხვა სერიალების შემთხვევაში, Netflix-მა თავიდანვე უნდა შეიტანოს სიცხადე, სულ ესაა. ამის გარეშე, ვშიშობ, რომ მაყურებელთა თაობამ, რომლების ამ მოვლენები ვერ შეესწრნენ, შესაძლოა, გამოგონილი რეალობად ჩათვალოს”, - განაცხადა დოუდენმა Daily Mail-თან ინტერვიუში.

პოლიტიკოსი ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნას სტრიმინგის სამსახურის მენეჯმენტთან გეგმავს. Variety წერს, რომ Netflix–ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, "გვირგვინის" მეოთხე სეზონის პრემიერა 15 ნოემბერს შედგა. ამჯერად მოვლენები 1980-იან წლებში ვითარდება და ერთ-ერთი მთავარი თემა სერიებში პრინც ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ურთიერთობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system