თავში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 4 კვირით მუშაობას წყვეტს

​დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 4 კვირით მუშაობას წყვეტს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 4 კვირით მუშაობას წყვეტს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას სულ მცირე 4 კვირით წყვეტს. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს. ამის შესახებ The New York Times წერს.

საკანონმდებლო ორგანო აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამი კვირით უნდა გაჩერებულიყო, ახლა კი მუშაობას ერთი კვირით ადრე გააჩერებს.

პარლამენტი სტუმრებისთვის უკვე დიდი ხანია დახურულია, თემთა პალატაში კი დეპუტატები სოციალურ დისტანციას იცავენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლორდთა პალატა დღეს საგანგებო კანონმდებლობას დაამტკიცებს, რითიც ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს.

ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8077-მდე გაიზარდა, 422 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system