თავში

დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ მდინარიდან ამოყვანილი გვამი, სავარაუდოდ 21 წლის სტუდენტს, ეკუთვნის - PHOTO

დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ მდინარიდან ამოყვანილი გვამი, სავარაუდო
დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ მდინარიდან ამოყვანილი გვამი, სავარაუდოდ 21 წლის სტუდენტს, ეკუთვნის - PHOTO

შვედი სტუდენტი ალექსი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადავიდა, 18 სექტემბერს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის დროს გაუჩინარდა, ის სავარაუდოდ გარდაცვლილია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სამაშველოს სამსახურის განცხადებით, გვამი, რომელიც ერთკვირიანი ძებნის შემდეგ მდინარე ეივონიდან ამოიყვანეს, სწორედ 21 წლის სტუდენტს ეკუთვნის.

პოლიციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი ნაპოვნია, ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ის ნამდვილად შვედი სტუდენტია, თუმცა პოლიციას სჯერა, რომ გაუჩინარებული მამაკაცი ის არის, რომელსაც ეძებდნენ.

”გვსურს, მადლობა გადავუხადოთ, როგორც საზოგადოებას, ასევე მედიას დახმარებისთვის, რომ გამოაქვეყნეს ჩვენი მწუხარება ამ რთულ პერიოდში", - განაცხადა გამომძიებელმა.

ალექსის მშობლების თქმით, მათი შვილი ორი წლის განმავლობაში აგროვებდა ფულს, რომ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში ესწავლა.

"მას უყვარს წიგნები და კითხვა, მას უყვარს ფეხბურთის თამაში. ის ძალიან მზრუნველი ადამიანია. მისი ოჯახი და მეგობრები ძალიან უყვარს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ და დიდად ვაფასებთ ყველას დახმარებას", - განაცხადეს ალექსის მშობლებმა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მდინარიდან ამოყვანილი გვამის ვინაობისა და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system