თავში

დიდი ბრიტანეთის უხუცესი მკვიდრი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის უხუცესი მკვიდრი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის უხუცესი მკვიდრი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის უხუცესი მკვიდრი, 1908 წელს დაბადებული ჯოან ჰოკარდი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯოანის ძმისშვილის თქმით, ქალი, რომელმაც ორ მსოფლიო ომს გაუძლო, ინგლისში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

"მას უყვარდა კარაქის და ნაღების ჭამა და არ სჯეროდა დიეტების. ყოველთვის ცდილობდა, სრულყოფილად ეცხოვრა. ვფიქრობ ჩემს მამიდას კარგი გენეტიკა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოკარდი სასწრაფო სამედიცინო მანქანას მართავდა", - განაცხადა ძმის შვილმა.

მან აღნიშნა, რომ მისი მამიდა ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო. მას უყვარდა ისტორიების მოყოლა იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდი იყო სკოლაში. მან ასევე დასძინა, რომ ჰოკარდი ძალიან სტუმართმოყვარე და ერთგული ადამიანი იყო.

ცნობილია, რომ ჯოან ჰოკარდი დიდი ბრიტანეთის მეფის, ედუარდ VI-ის დროს, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system