თავში

"დიდი ოცეულის" ქვეყნები COVID-19-თან საბრძოლველად $21 მლრდ-ს გამოყოფენ

"დიდი ოცეულის" ქვეყნები COVID-19-თან საბრძოლველად $21 მლრდ-ს გამოყოფენ
დიდი ოცეულის ქვეყნები COVID-19-თან საბრძოლველად $21 მლრდ-ს გამოყოფენ

"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნები ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად 21 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ. 

”G20, მოწვეულ ქვეყნებთან ერთად, კოორდინაციას უწევს გლობალურ ძალისხმევას COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გასამყარებლად. ამ დროისთვის, G20-ის წევრები და მოწვეული ქვეყნები მსოფლიო ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 21 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფენ", -  განაცხადა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აღნიშნული თანხები ვაქცინის შემუშავებასა და დიაგნოსტირების განვითარებას მოხმარდება.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6,5 მილიონს აჭარბებს, ხოლო COVID-19-ს 387 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system