თავში

დიდი ოცეულის ლიდერები ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის ლიდერები ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ
დიდი ოცეულის ლიდერები ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე შეთანხმდნენ

21 ნოემბერს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერების ონლაინკონფერენცია გაიმართა. ლიდერებმა ონლაინ სამიტზე პირობა დადეს, რომ ქვეყნებს შორის COVID-19-ის ვაქცინა, მედიკამენტები და ტესტები სამართლიანად განაწილდება. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

”მასშტაბური ვაქცინაციის როლს, გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ ვაღიარებთ”, - ნათქვამია დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სამიტის მონაწილეები მზად არიან მხარი დაუჭირონ ღარიბ სახელმწიფოებს პანდემიასთან ბრძოლაში.

"ნებისმიერ ფასად, თავიდან უნდა იქნას აცილებული სცენარი, რომელშიც მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეეძლებათ ვირუსისგან თავის დაცვა და ცხოვრების ჩვეული წესის განახლება", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ COVID-19-თან საბრძოლველად დამატებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system