თავში

"დიდი შვიდეულის" სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია

"დიდი შვიდეულის" სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია
დიდი შვიდეულის სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია

"დიდი შვიდეულის" სამიტი წელს ინგლისის სამხრეთ ნაწილში, კორნუოლის საგრაფოში 11-13 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე განსახილველ მთავარ საკითხებს კორონავირუსის პანდემია და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები, მსოფლიო სავაჭრო საკითხები, ასევე, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები წარმოადგენს.  

აღსანიშნავია, რომ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა მოიწვიეს. 

ცნობისთვის, G7-ის წევრ ქვეყნებს დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ წარმოადგენენ. გარდა ამისა, "დიდი შვიდეულის" საქმიანობაში ევროკავშირიც მონაწილეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system