თავში

დიდმა ბრიტანეთმა არაბეთის სატვირთო გემიდან 450 კგ მეტამფეტამინი ამოიღო

დიდმა ბრიტანეთმა არაბეთის სატვირთო გემიდან 450 კგ მეტამფეტამინი ამოიღო
დიდმა ბრიტანეთმა არაბეთის სატვირთო გემიდან 450 კგ მეტამფეტამინი ამოიღო

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის ჯგუფმა ერთობლივი საზღვაო ოპერაციის შედეგად, არაბეთის ჩრდილოეთით, სატვირთო გემიდან 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება  მეტამფეტამინი ამოიღო. ამის შესახებ The Star წერს.

სამხედრო ხომალდის წევრების განცხადებით, მათ ჯერ ვერ დაადგინეს, საიდან გაჩნდა არაბეთის ზღვაში ნარკოტიკი, ვინ აწარმოა და სად უნდა გაგზავნილიყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ირანში მედიკამენტების წარმოება შემცირდა, თუმცა ავღანეთში მედიკამენტების მწარმოებელი ლაბორატორიები დიდი დატვირთვით მუშაობენ, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ ნარკოტიკების შემოტანა ავღანეთიდან პაკისტანის გავლით ხორციელდება. პაკისტანი და ირანი კი არაბეთის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system