თავში

დიეგო მარადონას პანაშვიდზე შეტაკებები მოხდა - VIDEO

​დიეგო მარადონას პანაშვიდზე შეტაკებები მოხდა
დიეგო მარადონას პანაშვიდზე შეტაკებები მოხდა - VIDEO

დიეგო მარადონას პანაშვიდზე, რომელიც ბუენოს-აირესში იმართება, ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტის სასახლის წინ უზარმაზარი რიგებია. რამდენიმე ადგილას ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

გულშემატკივრებმა რკინის ღობეების ჩაჩოჩება სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან ძალია გამოყენება მოჰყვა.

პრეზოდენტის სასახლის წინა მოედანზე ლეგენდარულ ფეხბურთელთან დასამშვიდობებლად ასობით გულშემატკივარი უკვე შეიკრიბა. მარადონას პატივსაცემად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალი აქციები გაიმართა.

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დიეგო მარადონას პანაშვიდს "ევრონიუსი“ პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system