თავში

დიმიტრი კულება: უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

დიმიტრი კულება: უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
დიმიტრი კულება: უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლებს.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ და მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება", - დასძინა კულებამ.

კულებამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში გამართული საბრძოლო მოქმედებები ნათლად აჩვენებს, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს, ის შეიძლება ყოველ წუთს გაღვივდეს. 

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

”საერთაშორისო თანამეგობრობამ თანმიმდევრულად, სისტემატური ძალისხმევის გამოყენებით ეს კონფლიქტი უნდა მოაგვაროს", - განაცხადა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system