თავში

დიმიტრი მედვედევი ამერიკულ ლაბორატორიებზე გამოთქვამს მოსაზრებას

დიმიტრი მედვედევი ამერიკულ ლაბორატორიებზე გამოთქვამს მოსაზრებას
დიმიტრი მედვედევი ამერიკულ ლაბორატორიებზე გამოთქვამს მოსაზრებას

აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა გონივრულ დონეზე გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა ნებისმიერი ახალი ინფექციის გავრცელებისას ეჭვები, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ჟურნალში „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

პანდემიის პირობებში საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრისას, დიმიტრი მედვედევმა ახსენა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც გარკვეულ ლაბორატორიებში ტარდება, მათ შორის აშშ-ის მიერ მთელი პლანეტის ფარგლებში განთავსებულ ლაბორატორიებში.

„მათი საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ეჭვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ინფექციის გავრცელებისას წამოყენებული იქნება დაუსრულებელი ორმხრივი პრეტენზიები, შეიქმნება კონსპიროლოგიური თეორიები, დაწესდება ჯვარედინი სანქციები. ასე კი, პირდაპირ კონფლიქტამდეც შორი არ არის“, – წერს მედვედევი.

რუსეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ლაბორატორიების მუშაობაში აუცილებელია „გონივრული გამჭვირვალობა და შეთანხმებული ვერიფიკაცია“, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ახალი ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადდება, რაც საერთაშორისო დაძაბულობის რისკს ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system