თავში

დიპლომატები განჯაში სარაკეტო იერიშის შედეგებს გაეცნობიან

დიპლომატები განჯაში სარაკეტო იერიშის შედეგებს გაეცნობიან
დიპლომატები განჯაში სარაკეტო იერიშის შედეგებს გაეცნობიან

განჯასა და მინგეჩაურის ტერიტორიაზე სომხური მხარის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგებს დიპლომატები, ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გაეცნობიან.  დაზარალებულ ტერიტორიებზე ტურის ორგანიზებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 11 ოქტომბერს, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე, რომელიც გამყოფი ხაზიდან შორს მდებარეობს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰუმანიტარული შეთანხმების შემდეგ, სარაკეტო იერიში განხორციელდა. შეტევის შედეგადაც 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system