თავში

Disney-მ პრემიერები მომავალი წლისთვის გადადო

​Disney-მ პრემიერები მომავალი წლისთვის გადადო
Disney-მ პრემიერები მომავალი წლისთვის გადადო

კომპანია Disney-მ რამდენიმე ფილმის პრემიერა ისევ გადადო. მიზეზი - კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარებაა.

წელს გამოვა ფილმები "ცარიელი ადამიანი" (23 ოქტომბერი) და "სიკვდილი ნილოსზე" (18 დეკემბერი).

დანარჩენი პრემიერები 2021 წლისთვის გადაიდო.

12 თებერვალს გამოვა "King’s Man: დასაწყისი", 7 მაისს - "შავი ქვრივი", 7 ივლისს - "შან-ჩი და 10 ბეჭდის ლეგენდა", 13 აგვისტოს - "ღრმა წყლები", 5 ნოემბერს - "მარადიულები", 10 დეკემბერს "ვესთსაიდური ამბავი".

უცვლელი დარჩა საბავშვო მულტფილმის, "სულის" პრემიერა. Pixar-ის სტუდიის ანიმაციას მაყურებელი 20 ნოემბერს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კინოთეატრები ჯერ კიდევ დახურულია, რიც გამოც სტუდიები შიშობენ, რომ ფილმები გაქირავებიდან დიდ შემოსავალს ვერ მოიტანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system