თავში

დისტანციურ სწავლებაზე უარის გამო პოლონურ ოჯახებს, შესაძლოა, სასამართლო დაემუქროს

​დისტანციურ სწავლებაზე უარის გამო პოლონურ ოჯახებს, შესაძლოა,
დისტანციურ სწავლებაზე უარის გამო პოლონურ ოჯახებს, შესაძლოა, სასამართლო დაემუქროს

პოლონეთში მშობლები, შესაძლოა, უუნაროდ გამოცხადდნენ, თუკი ისინი ბავშვისთვის დისტანციური სასკოლო სწავლების მიღებაზე უარს იტყვიან და განაცხადებენ, რომ ამისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ. ასეთი ოჯახების საქმეები, შესაძლოა, სპეციალიზირებულ სასამართლოსაც გადაეცეს. ამის შესახებ განათლების მუშაკთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, მარეკ პლესნიარმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დისტანციური სწავლების პროცესთან დაკავშირებით სკოლის დირექტორები მშობლებისგან მრავალ საჩივარს იღებენ. ის მოუწოდებს დირექტორებს, ასეთ მშობლებთან პირადად ესაუბრონ. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აგრძელებს მტკიცებას, რომ შინ საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას ვერ ახერხებს, ასეთი ოჯახის საქმე სასამართლოს გადაეცემა.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პოლონეთში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სტუდენტის სასწავლო ადგილი, თუ სახლში ელექტრონული გაკვეთილისთვის პირობები არ არსებობს. ამ საბაბით სკოლებში მთელი კლასები ბრუნდებიან, რაც, მედიკოსების აზრით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უქმნის საფრთხეს.

”მშობლები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ და იზრუნონ ყველა მოსწავლის უსაფრთხოებაზე,” - დაასკვნა მარეკ პლესნიარმა.

ცნობისთვის, პოლონეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, 2021 წლის 18 იანვრიდან 31 იანვრამდე, ყველა მოსწავლე, გარდა 1-3 კლასის მოსწავლეებისა, დისტანციურ რეჟიმში უნდა სწავლობდეს. ასეთი ზომების მიზეზი მოსახლეობაში COVID-19-ით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system