თავში

დიჟონში რამდენიმე ჩეჩენი დააკავეს

​დიჟონში რამდენიმე ჩეჩენი დააკავეს
დიჟონში რამდენიმე ჩეჩენი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ დიჟონში მომხდარი არეულობების შემდეგ ჩეჩნური დიასპორის რამდენიმე წევრი დააკავა.

დაკავებები ადგილობრივი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. საქმე ძალადობისა და ზარალის მიყენების, ძალადობისკენ მოწოდების და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზეა აღძრული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

რამნდენიმე დღის წინ დიჟონში ჩეჩნებსა და ჩრდილოეთ აფრიკელებს შორის შეტაკებები მოხდა. არეულობები ნარკოდილერების მიერ 16-წლის ჩეჩენი მოზარდის ცემას მოჰყვა. პასუხად, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, ბარი Le Black Pearl დალეწეს. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ არეულობების მონაწილეები ცრემლსადენი აირით დაშალა.

არეულობები დიჟონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ნიღბიანი პირები ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ და ვიდეოთვალთვალის კამერებს ამტვრევდნენ. დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია France 3-ის ჟურნალისტებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system