თავში

იენს სტოლტენბერგი 14-15 ოქტომბერს ლონდონს ეწვევა

ლონდონი ვიზიტი
იენს სტოლტენბერგი 14-15 ოქტომბერს ლონდონს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 14-15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა. სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 65 სესიაზე საპროგრამო სიტყვით გამოვა. მოგვიანებით სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, რომლის მოდერატორი ბრიტანელი პარლამენტარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი მედლინ მუნი იქნება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები. NATO-ს გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დომენიკ რააბს შეხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system