თავში

ინდონეზიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, სამხედრო ქმედებებში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

ინდონეზია დაჭრა
ინდონეზიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, სამხედრო ქმედებებში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

ინდონეზიაში, ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს ინაუგურაციის წინ, სამართალდამცავებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს.

სპეცოპერაცია ქვეყნის 8 პროვინციაში ჩატარდა. სამართალდამცავების განცხადებით, მათ სავარაუდო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ.

გასულ კვირაში ინდონეზიის უშიშროების მინისტრზე მოხდა თავდასხმა. მძიმედ დაჭრილი ვირანტო მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს ინაუგურაციის დროს უსაფრთხოებას 31000 პოლიციელი დაიცავს.

ჯოკო ვიდოდო ინდონეზიის პრეზიდენტად მეორე ვადით, მიმდინარე წლის აპრილში აირჩიეს. მას მხარი ამომრჩეველთა 55 პროცენტმა დაუჭირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system