თავში

"ჩვენნაირი“: იაპონიის იმპერატორის ახალი იმიჯი

იმპერატორის ახალი იმიჯი
ჩვენნაირი“:  იაპონიის იმპერატორის ახალი იმიჯი

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო და პრინცესა მასაკო საზოგადოების წინაშე ახალი და უფრო „თავისუფალი“ იმიჯით გამოჩნდნენ. მონარქი წყვილი უცხოელ ვიზიტორებს ინგლისურად ესაუბრებოდა. ისინი ბავშვებთან ერთად იცინოდნენ და ძაღლებთანაც კი ითამაშეს.

ეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მონაქრიის პირველი თავისუფალი გამოჩენაა.

იმპერატორი ნარუჰიტო და პრინცესა მასაკო პირველი საიმპერატორო წყვილია, ვისაც უნივერსიტეტის დიპლომი აქვს და რამდენიმე ენაზე საუბრობს. მათ წლები იცხოვრეს საზღვარგარეთ, სადაც საკუთარ თავზე თავად, მოახლეების გარეშე ზრუნავდნენ.

ქრიზანთემის ტახტზე ასვლიდან 6 თვის შემდეგ, ისინი ცდილობენ იმპერატორის კარი ინტერნაციონალური და რიგით ადამიანებთან უფრო დაახლოებული გახადონ.

ითვლებოდა, რომ წინა იმპერატორი აკიჰიტო და მისი მეუღლე ხალხთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა იმპერატორი ნარუჰიტო და პრინცესა მასაკო ჩვეულებრივ ადამიანებს კიდევ უფრო გვანან. „ისინი კიდევ უფრო გვგვანან ჩვენ“, - აცხადებენ ნაგოის უნივერსიტეტის ისტორიკოსები. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყვილი კარგად პასუხობს თანამედროვეს ეპოქის გამოწვევებს.

59 წლის ნარუჰიტო, თავიდანვე უფრო თანამედროვე მეთოდებით იზრდებოდა. სამი შვილიდან უფროსი, ძიძების ნაცვლად, დედამ გაზარდა. მას რიგითი ადამიანების მსგავსი ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში დადიოდა სხვა ბავშვების მსგავსად და კონტეინერით საჭმელიც დაჰქონდა.

ნარუჰიტომ, გაკუსიუინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2 წელი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში გაატარა. საიმპერატორო ოჯახისთვის გამოწვევა იყო, როდესაც მომავალმა იმპერატორმა, უცხოეთში გაზრდილი დიპლომატი მასაკო ოვადა შეირთო ცოლად.

იმპერატორის ოჯახს ერთი ქალიშვილი, 17 წლის აიკო ჰყავს, რომელიც, როგორც ქალი, ტახტს ვერ დაიკავებს.

ამ ეტაპზე საიმპერატორო წყვილი ძალიან ფრთხილად მოქმედებს, თუმცა ცვლილებები შესაძლოა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, მას შემდეგ, რაც ისინი მონარქის როლს უფრო მოირგებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system