თავში

DOGE-ს ფოტო აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

DOGE-ს ფოტო აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდა
DOGE-ს ფოტო აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

Doge-ს მიმის ორიგინალი ფოტო, პარასკევს გამართულ აუქციონზე NFT-დ, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა - შედეგად Doge ყველაზე ძვირიან მიმად იქცა.

ფოტო აუქციონი Zora-ზე შედგა, სადაც ლოტი (ფოტოსურათი) მფლობელის, Atsuko Sato-ს მიერ განთავსდა. 

აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ, @pleasrdao-მ, NFT 1 696 ეთერიუმის სანაცვლოდ მოიგო, რაც აღნიშნული კრიპტოვალუტის დღევანდელი კურსით 4 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

NFT-ების გაპოპულარულებასთან ერთად, მიმერებს გაუჩნდათ შანსი, რომ თავიანთი მიმებით დიდძალი ფული ეშოვათ.

მაგალითად, Nyan cat-ის შემქმნელმა, კრის ტორესმა, თავისი შექმნილი მიმი 600 000 აშშ დოლარად გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system