თავში

დოჰას აეროპორტში ახალშობილი ტუალეტში იპოვეს

დოჰას აეროპორტში ახალშობილი ტუალეტში იპოვეს
დოჰას აეროპორტში ახალშობილი ტუალეტში იპოვეს

კატარის დედაქალაქ დოჰას აეროპორტში ნაადრევად დაბადებული ჩვილი ტუალეტში იპოვეს. ამის შესახებ New York Daily News წერს.

ადგილობრივმა პოლიციამ ბორტზე მყოფი 32 ქალი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ისე, რომ მათ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ. თითოეულ მათგანს გინეკოლოგიური გამოკვლევა მათი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა, რათა დადგენილიყო, რომელმა მათგანმა მიატოვა ბავშვი აეროპორტის ტუალეტში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ახალშობილი ცოცხალია და ის სამედიცინო დაწესებულებაში ექიმებისა და სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ცნობილია, რომ მგზავრები ავსტრალიის მოქალაქეები არიან და ქვეყნის ოფიციალური პირები საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის ახსნას მოითხოვენ.

"ისინი, რა თქმა უნდა, თავს მსხვერპლად გრძნობდნენ, მათ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დედა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ყველა ქალს თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვა, ისინი ძალიან დაბნეულები იყვნენ. ქალები დაცვის თანამშრომლებმა ერთ ადგილას შეიყვანეს, მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. ავსტრალიის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით პასუხსა და ანაზღაურებას ითხოვს", - განაცხადა ავსტრალიის ოფიციალურმა პირმა.

აღშფოთება გამოხატეს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

"ეს შემაშფოთებელია და ქალთა უფლებების უხეში დარღვევაა. საჭიროა ჩატარდეს საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”, - Amnesty International-ის დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system