
ირანის მე-7 პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კატასტროფული შეცდომის დაშვების გამო. ჰასან როუჰანი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაღუპულია ირანის 82 მოქალაქე, 63 კანადის და 11 უკრაინის. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები.
The Islamic Republic of Iran deeply regrets this disastrous mistake.
— Hassan Rouhani (@HassanRouhani) January 11, 2020
My thoughts and prayers go to all the mourning families. I offer my sincerest condolences. https://t.co/4dkePxupzm
ვახო რევაზიშვილი
ავტორი