თავში

დომინიკ რააბი: დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები არ უნდა მოხსნას

დომინიკ რააბი: დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები არ უნდა მოხსნას
დომინიკ რააბი: დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები არ უნდა მოხსნას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის პრემიერის მოვალეობას ასრულებს, მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები არ უნდა შეამსუბუქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მეორე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რაც იზოლაციის წესების ხელახალ შემოღებას გამოიწვევს და ამით მთავრობა მოსახლეობის ნდობას დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  ავრცელებს. 

”ჩვენ დელიკატურ და სახიფათო ეტაპზე ვიმყოფებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგი ნაბიჯები სწორად იქნება განსაზღვრული. ამ სიტუაციაში ცალკეული ინდივიდების მოთხოვნილებებით სპეკულირება უპასუხისმგებლომაა”, - განაცხადა რააბმა Sky News–სთან საუბრისას და დასძინა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს  დახურულ კარს მიღმა განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system