თავში

დომინიკის რესპუბლიკაში არჩევნები მიმდინარეობს

დომინიკის რესპუბლიკაში არჩევნები მიმდინარეობს
დომინიკის რესპუბლიკაში არჩევნები მიმდინარეობს

დომინიკის რესპუბლიკაში დღეს არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლებმა ქვეყნის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, 32 სენატორი და 190 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობას სულ 7 529 932 ამომრჩეველი მიიღებს. საარჩვენო უვნები დილის 07:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იქნება გახსნილი.

დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტობისათვის სულ ექვსი კანდიდატადი იბრძოლებს. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი "თანამედროვე რევოლუციური პარტიის" ლიდერს,  ლუის აბინადერას აქვს, შემდეგ მოდის "დომინიკის განმათავისუფლებელი პარტიის" ლიდერი, გონსალალო კასტილო და დამოუკიდებელი დანდიდატი - ლეონელ ფერნანდესი.

სოციოლოგები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებენ.

დომინიკის რესპუბლიკაში არჩევნები თავდაპირველად უნდა ჩატარებულიყო 17 მაისს, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო კენჭისყრა გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system