თავში

დონალდ ტრამპი 100 ადამიანის შეწყალებას გეგმავს

​დონალდ ტრამპი 100 ადამიანის შეწყალებას გეგმავს
დონალდ ტრამპი 100 ადამიანის შეწყალებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 100 ადამიანის შეწყალებას, ან მათთვის სასჯელის შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ორი წყარო ირწმუნება, რომ 17 იანვარს თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო იმ მოქალაქეთა სრული სიის შედგენა, რომელთაც შეწყალება შეეხება.

თავდაპირველად, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ორი ჯგუფის შეწყალება გასული კვირის ბოლოს და მომდევნო სამშაბათს სურდა, თუმცა მთელი მისი ყურადღება ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დათვლისკენ იყო მიმართული.

ახლა მოსალოდნელია, რომ პოლიტიკოსი ერთ ჯგუფს შეიწყალებს. ამასთან, ტელეარხი განმარტავს,, რომ ვაშინგტონში მომხდარმა არეულობებმა და ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურამ ნაკლებად შესაძლებელი გახადა თვითშეწყალება, ასევე მოქმედი პრეზიდენტის შვილებისა და მისი პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის შეწყალება.

ამავე დროს, სხვა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს ურჩიეს, უარი თქვას თვითშეწყალების იდეაზე, რადგან ეს მისი ბრალეულობის განხილვას გამოიწვევს. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ჩაშალეს სხდომა და დაარბიეს კაპიტოლიუმის შენობა. დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system