თავში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების გაგზავნა ცუდი გადაწყვეტილება იყო

​დონალდ ტრამპი აცხადებs
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების გაგზავნა ცუდი გადაწყვეტილება იყო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარების გაგზავნა ცუდი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ის მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

„აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ბრძოლასა და მართლწესრიგის დაცვაზე 8 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ათასობით ჩვენი დიდებული მეომარი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა. მეორე მხარეს მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ახლო აღმოსავლეთში შესვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მიღებული! ჩვენ ომზე ცრუ და ამჟამად ანულირებული წინაპირობით წავედით, ეს მასობრივი განადგურების იარაღი იყო. მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა! ახლა ჩვენ ნელ-ნელა და ფრთხილად გამოგვყავს ჩვენი დიდებული ჯარისკაცები და სამხედროები სახლში. ჩვენი ყურადღება დიდ სურათზეა ფოკუსირებული. ამერიკა ძლიერია, როგორც არასდროს!“, - წერს დონალდ ტრამპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system