თავში

დონალდ ტრამპი: ჩვენ გავიმარჯვებთ

​დონალდ ტრამპი: ჩვენ გავიმარჯვებთ
დონალდ ტრამპი: ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის ზოგიერთ შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ბიულეტენები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩევლები, რომელთაც ხმა მისცეს, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალტ ტრამპი "ტვიტერზე" წერს.

"ზოგიერთ შტატში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა. ნუთუ ამას მნიშვნელობა არ აქვს? დამკვირვებლების ხელის შეშლა, ყალბი ბიულეტენები და კიდევ ბევრი დარღვევა. ასეთი მკაფიოდ არასწორი ქცევა. ჩვენ გავიმარჯვებთ!", – წერს დონალდ ტრამპი.

ამასთან, "ტვიტერმა" ეს პუბლიკაცია მონიშნა და დააწერა - "არჩევნების გაყალბების შესახებ ეს განცხადება სადავოა".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ტვიტერი" ტრამპის "ტვიტებზე" მსგავს წარწერას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დამალა და განმარტა, რომ მისი სიტყვები სადავო შინაარსისაა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ამის გამო დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პოლიტიკა გააკრიტიკა

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. მას საარჩევნო კოლეგიის საჭიროზე მეტი - 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპ კი მხოლოდ 232. მიუხედავად ამისა, ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system