თავში

დონალდ ტრამპი მზად არის, უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდეს

დონალდ ტრამპი მზად არის
დონალდ ტრამპი მზად არის, უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდეს, თუ ეს მოლაპარაკებების მონაწილეებს დასჭირდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩართვის შესაძლებლობაზე დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის ფაქტი ძალიან დიდი პოზიტიური ნაბიჯია. თუ მათ დასჭირდებათ ჩემი ჩართვა, მე შევუერთდები, თუმცა მართლაც, გუშინ ძალიან, ძალიან პოზიტიური მოვლენა მოხდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აგვისტოს ბოლოს კიევში ვიზიტით მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ აშშ-ის „ნორმანდიული ფორმატის“ მოლაპარაკებებში ხილვას ისურვებდა.

„ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრებში უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system