თავში

დონალდ ტრამპი OPEC+ -ის შეთანხმებას "მშვენიერს" უწოდებს

დონალდ ტრამპი OPEC+ -ის შეთანხმებას "მშვენიერს" უწოდებს
დონალდ ტრამპი OPEC+ -ის შეთანხმებას მშვენიერს უწოდებს

დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტსა და საუდის არაბეთის მონარქს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე აღებული ვალდებულების გამო მადლობას უხდის.

„დიდი შეთანხმება ნავთობზე OPEC+ მიღწეულია. ეს აშშ-ში დაზოგავს ასობით ათას სამუშაო ადგილს ენერგეტიკის სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და საუდის არაბეთის მეფე სალმანს. ახლა ვესაუბრე მათ ოვალური კაბინეტიდან. შესანიშნავი შეთანხმებაა ყველასთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

OPEC+  ჯგუფის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას 10 პროცენტით შეამცირებენ. მიღებული რეგულაციები მაისისა და ივნიში ნავთობის წარმოებას ყოველდღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებს. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ჯერ რვა მილიონამდე, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის აპრილამდე ექვს მილიონამდე შემცირდება.

"OPEC+"- ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირებაზე საბოლოო შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს. ამის შესახებ ქუვეითის ნავთობის მიინისტრმა, ხალედ ალ-ფადილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system