თავში

დონალდ ტრამპი "Twitter-ს" აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

​დონალდ ტრამპი "Twitter-ს" აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადა
დონალდ ტრამპი Twitter-ს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიკრობლოგი "Twitter" "სიტყვის თავისუფლებას" ახრჩობს.

მისი თქმით, მას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ამის დაშვება არ შეუძლია.

ტრამპის აზრით, თავისი ქმედებებით სოციალური ქსელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა.

მისი თქმით, "Twitter" ფაქტების გადამოწმებისას ეყრდნობა "ფეიკ მედიის" ინფორმაციას, რომელსაც ტელეარხი CNN და გაზეთი The Washington Post ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ "Twitter"-მა  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის ქვეშ პირველად გააკეთა გამაფრთხილებელი მინიშნება, რითაც მკითხველს შესთავაზა, პრეზიდენტის პოსტში დაწერილ ფაქტზე ინფორმაცია გადაამოწმოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system