თავში

დონალდ ტრამპი: ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება

დონალდ ტრამპი: ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება
დონალდ ტრამპი: ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკულ ვაქცინას აშშ-ის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო მომავალ კვირაში დაამტკიცებს, რის შემდეგაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა Business Standard წერს.

”ვაქცინა გზაშია, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, სხვა ადმინისტრაციის შემთხვევაში ამ ყველაფერს კიდევ ხუთი წელი დასჭირდებოდა, ჩვენ კი შვიდი თვე დაგვჭირდა. ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება", - განაცხადა ტრამპმა.

ამ კვირის დასაწყისში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) დაადგინა, რომ მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ვაქცინის პირველ დოზებს ჯანდაცვის მუშაკები და მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლები მიიღებენ.

აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, 486 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, ხოლო Johnson & Johnson-ს 456 მილიონი აშშ დოლარი.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია Pfizer-ისა მიერ შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების საკითხს 10 დეკემბერს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system