თავში

დონალდ ტრამპის განცხადებით, პანდემია მალე დასრულდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, პანდემია მალე დასრულდება
დონალდ ტრამპის განცხადებით, პანდემია მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 23 ოქტომბერს ფლორიდაში გამართულ აქციაზე მომხრეებს მიმართა, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი ვითარებას თავის სასარგებლოდ იყენებს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს მძაფრად წარმოაჩენს.

ტრამპის განცხადებით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პანდემიის მეშვეობით ხალხის დაშინებას ცდილობს, რათა მეტი ამომრჩევლის ხმა დააგროვოს. 

ტრამპი აცხადებს, რომ ყოფილი  ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ის ქვეყანას ჩაკეტავს, რაც ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 2021 წლის თებერვლის ბოლოს კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა აშშ-ში შესაძლოა ნახევარ მილიონს გადააჭარბოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system