თავში

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი 5 თებერვალს გადაწყდება

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი 5 თებერვალს გადაწყდება
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი 5 თებერვალს გადაწყდება

პარასკევს გამართულ სენატის სხდომაზე აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის გადადება მოითხოვა. საბოლოო კენჭისყრა 5 თებერვალს გაიმართება.

სენატმა ასევე განიხილა იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე მოწმეთა გამოძახების საკითხი, რომელსაც 51- მა სენატორმა მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული, დემოკრატთა მოთხოვნას წარმოადგენდა, რომელსაც ორი რესპუბლიკელი - მიტ რომნი და სიუზან კოლინსიც უერთებოდნენ. თუმცა, სენატორთა გადაწვეტილებით, იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე მოწმეებს არ დაკითხავენ.

უმცირესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით სენატმა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არ შეასრულა. 

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის მედია იუწყებოდა, რომ, ტრამპს, თითქოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარების მიღების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენა სურდა. მედიის ცნობით, ტრამპი ზელენსკის აიძულებდა მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის საქმე გამოეძიებინა. წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის აშინებდა კონგრესის მიერ გამოყოფილი საერთაშორისო გრანტით, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი იყო.

დეკემბრის თვეში წარმომადგენელთა პალატამ დონალტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა.

22 იანვარს აშშ-ს სენატმა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა. რეზოლუციას 53 სენატორმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system