თავში

დონალდ ტრამპის მეგობარი მაგნატი კორონავირუსით გარდაიცავალა

​დონალდ ტრამპის მეგობარი მაგნატი კორონავირუსით გარდაიცავალა
დონალდ ტრამპის მეგობარი მაგნატი კორონავირუსით გარდაიცავალა

ნიუ-იორკელი მაგნატი და დონალდ ტრამპის ახლო მეგობარი სტენლი ჩერა 70 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ცნობილი ბიზნესმენი და რესპუბლიკელების დონორი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

2016-2019 წლებში ჩერამ ფედერალურ საარჩევნო კომისიას ნახევარი მილიონი დოლარი შესწირა. იგი ტრამპთან ერთად სხვა და სხვა ღონისძიებაზე არა ერთხელ გამოჩენილა.

ბიზნესმენს კორონავირუსი 24 მარტს დაუდგინდა. შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა. დონალდ ტრამპმა მეგობრის შესახებ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. მას მეგობრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ მისი ახლო მეგობარიც ებრძოდა კორონავირუსს და ის კომაში იყო. დღეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ჩერას გარდაცვალების შესახებ, მედია ვარაუდობს, რომ ეს მეგობარი, ვინც მაშინ ტრამპმა ახსენა, სწორედ სტენლი ჩერა იყო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system