თავში

დონალდ ტრამპის სპეციალური განცხადება - განახლებულია

დონალდ ტრამპის სპეციალური განცხადება - განახლებულია
დონალდ ტრამპის სპეციალური განცხადება - განახლებულია

სანამ მე აშშ-ს პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღის ქონის უფლება, - ამის შესახებ სპეციალური მიმართვის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის იერიშის შედეგად ამერიკელები არ დაღუპულან. მისი თქმით, ამერიკულ ბაზებს უმნიშვნელო ზარალი მიაყენეს, მსხვერპლის თავიდან აცილება კი ადრეული გაფრთხილების სისტემის წყალობით გახდა შესაძლებელი.

"როგორც ჩანს, ირანმა უკან დაიხია, რაც მთელი მსოფლიოსთვის კარგია. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი ტერორიზმის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობაზე ისაუბრა.

"ის "ქუდსის" ხელმძღვანელი იყო და ადამიანების მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი. მისი ქმედებების შედეგად ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა. ჩვენს ძალებზე თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო. ის ასევე პასუხისმგებელი იყო აშშ-ს საელჩოზე თავდასხმაზე. სულეიმანი კიდევ ბევრ თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ. მისი ნეიტრალიზაცია კიდევ უფრო ადრე უნდა მოგვეხდინა. მაშინ ბევრი ადამიანი გადარჩებოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ირანის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ქმედებებზე საპასუხო ზომების განხილვას. ეს მძლავრი სანქციები ძალაში დარჩება, სანამ ირანი საკუთარ საქციელს არ შეცვლის ირანი მხარს უჭერს ტერორისტებს და აფინანსებს მათ. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ასევე დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და რუსეთს ირანთან ახალი ხელშეკრულებაზე მუშაობისკენ მოუწოდა.

"ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს ბირთვული ამბიციები გაუღვივა. დრო გავიდა და შეთანხმების მონაწილეებმა უნდა აღიარონ ეს", - აღნიშნა მან.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე სთხოვა NATO-ს მეტად ჩაერთოს იმაში, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება.

დონალდ ტრამპმა ასევე აშშ-ს შეიარაღების პოტენციალზე ისაუბრა.

"ჩვენი რაკეტები სწრაფი, ზუსტი და სასიკდილოა. ახლა ჩვენ ჰიპერიარაღზე ვმუშაობთ. ჩვენი ჯარი ძლიერია, მაგრამ ჩვენ მისი გამოყენება არ გვინდა. ჩვენი მთავარი ძალა ეკონომიკური სიმძლავრეა. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ათობით ათასი „აისისელი“ მოვკალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამის მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოსვლისას ტრამპმა ირანის მოსახლეობას მიმართა.

"ჩვენ გვინდა, რომ თქვენ დიდი მომავალი გქონდეთ, რომელსაც თქვენ იმსახურებთ", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system