თავში

დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინი შეიწყალა

​დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინი შეიწყალა
დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპ,ა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

"ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ. ვულოცავ @GenFlynn- ს და მის შესანიშნავ ოჯახს. ვიცი, რომ ახლა თქვენ ფანტასტიკური მადლიერების დღე გექნებათ", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერში".

ეს იქნება ყველაზე გახმაურებული შეწყალება, რაც კი დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტების დროიდან განუხორციელებია.

მაიკლ ფლინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის იხდის სასჯელს. ფლინს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ფლინმა დანაშაული აღიარა.

მაიკლ ფლინი ეროვნულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მხოლოდ 23 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system