თავში

დონალდ ტრამპმა პროტესტის ჩახშობისთვის ძალოვნები და საკუთარი თავი შეაქო

​დონალდ ტრამპმა პროტესტის ჩახშობისთვის ძალოვნები და საკუთარი
დონალდ ტრამპმა პროტესტის ჩახშობისთვის ძალოვნები და საკუთარი თავი შეაქო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ ღამეს პროტესტის ჩახშობისთვის ძალოვნები და საკუთარი თავი შეაქო.

"ვაშინგტონში გუშინ ღამე პრობლემები არ იყო. ბევრი დაკავებაა. შესანიშნავი სამუშაო, რომელიც ყველამ შეასრულა. მომეტებული ძალა. დომინირება. ასევე მინეაპოლისი შესანიშნავი იყო (მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!), - წერს აშშ-ის პრეზიდენტი "Twitter-ზე".

ამასთან, ტელეარხ NBC-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში გასულ ღამეს 700-მდე ადამიანი დააკავეს. ჯამში ნიუ-იორკში 5 დღის განმავლობაში 2 ათასი დემონსტრანტია დაკავებული.

აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system