თავში

დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი კონი ბარეტი წარადგინა

დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი კონი ბარეტი წარად
დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ  ემი კონი ბარეტი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი მოსამართლის კანდიდატად ემი კონი ბარეტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არჩევის შემთხვევაში, 48 წლის ბარეტი უზენაესი სასამართლოს მეხუთე ქალი მოსამართლე და ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდება. 

ამჟამად ბარეტი აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ის ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებით და ამასთან აბორტის წინააღმდეგია.

თუ სენატორები დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაამტკიცებენ, მოსამართლე ბარეტი რუთ ბეიდერ გინსბურგს შეცვლის, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მუდმივი ვადით ინიშნებიან. მოსამართლის კანდიდატურას პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ რუთ გინსბურგის შემცვლელი კანდიდატი დაუყონებლივ უნდა აირჩიონ. ხოლო, დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system