თავში

დონალდ ტრამპმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა

დონალდ ტრამპმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა
დონალდ ტრამპმა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ამის შესახებ Fox News იუწყება.

ტრამპმა კენჭისყრაში მონაწილეობა ფლორიდაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს მეუღლე, მელანია ტრამპი თან არ ახლდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ვადამდელ კენჭისყრაზე დამცავი ნიღბით მივიდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცედურა ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით ტარდება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. ხოლო მანამდე ამერიკის მოქალაქეები საკუთარ არჩევანს ვადამდელ კენჭისყრაზე გააკეთებენ.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტებად მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი მოიაზრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system