თავში

დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ ფხენიანისგან საშობაოდ ლარნაკს მიიღებს

დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ ფხენიანისგან საშობაოდ ლარნაკს მიიღებს
დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ ფხენიანისგან საშობაოდ ლარნაკს მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ და მელანია ტრამპი შობის დღესასწაულს აგარაკზე შეხვდნენ, რომელიც ფლორიდაში მდებარობს. ისინი საშობაო მსახურებას პალმ-ბიჩზე მდებარე საოჯახო ეკლესიაში დაესწრნენ. 

დონალდ ტრამპმა შობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტელეხიდის საშუალებით მიულოცა. სამხედროებთან საუბრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ პირველ ლედის საშობაოდ „ლამაზ მისალოც ბარათს“ აჩუქებს.

პრეზიდენტმა ასევე ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრა. მანამდე ფხენიანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონისთვის „საშობაო საჩუქარს“ ამზადებენ. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანისგან საშობაოდ „ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად, საჩუქრად ლამაზ ლარნას მიიღებს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეხიდის დროს ოპონენტების შესახებაც გააკეთა განცხადება. ტრამპის თქმით, მისი „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა პოლიტიკური მტრების დამარცხება იქნება.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system