თავში

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის ბრალს წაუყენებენ

​დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის ბრალს წაუყენებენ
დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის ბრალს წაუყენებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს იმ 2 მუხლს გაასაჯაროებენ, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის საკითხი შეიძლება დადგეს.

წარმომადგენელთა პალატის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სამსახურეობრივი მდგომარეობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულებენ. ამ ინფორმაციას AP და The Washington Post-იც ადასტურებენ.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენება იურიდიულმა კომიტეტმა, შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირაში გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ პალატა იმპიჩმენტის ორივე მუხლს დაეთანხმება, სენატი, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, პრეზიდენტის გადაყენების შესახებ მოსმენას გამართავს. წინასწარი ინფორმაციით, მოვლენათა მსგავსი განვითარება ნაკლებსავარაუდოა.

აშშ-ში პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, საკუთარი პოლიტიკური ოპონენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ზიანის მიყენების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლის საკითხს გულისხმობს. არაკანონიერი ქმედებების ჩადენას ტრამპი კატეგორიულად უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system