თავში

დონალდ ტრამპს რეიგანის სახელით სპეკულაციაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპს რეიგანის სახელით სპეკულაციაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპს რეიგანის სახელით სპეკულაციაში ადანაშაულებენ

აშშ-ის რიგით მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ფონდმა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ექსპრეზიდენტის სახელისა და სურათის უნებართვოდ გამოყენებაში დაადანაშაულა.

The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეიგანის ფონდის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მელისა გილერი აცხადებს, რომ ტრამპმა პრეზიდენტის სახელი წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოსაგროვებლად გამოიყენა, ამასთან, მას რეიგანის მემკვიდრეებისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.

19 ივლისს დონალდ ტრამპის ზოგიერთმა ამომრჩეველმა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი წერილები მიიღო, რომლითაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისკენ მოუწოდებდნენ. 45 აშშ დოლარის ოდენობით გაღებული თანხისთვის კი სპონსორებს საჩუქრად ორ სამახსოვრო მონეტას გადასცემდნენ, რომელზეც ტრამპი და რეიგანი იყვნენ გამოსახულნი. ამასთან, ფონდის განცხადებით, წერილში ნათქვამია, რომ ტრამპის ხელახალი არჩევა შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის ინაუგურაციის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. მონეტებიდან მიღებული თანხა კი Make America Great Again-ის კომიტეტში გადაირიცხა. 

90-იან წლებში რეიგანმა და მისმა მეუღლემ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლის თანახმად, მათი სახელებისა და სურათების გამოყენების უფლება მხოლოდ ექსპრეზიდენტის ფონდს აქვს მინიჭებული. 

აღნიშნულის საპასუხოდ, რესპუბლიკელების წარმომადგენელმა, მაიკლ არენსმა განაცხადა, რომ რეიგანი შეერთებული შტატების სიამაყეს წარმოადგენს და  მის სახელს და გამოსახულებას კამპანიებში მრავალი რესპუბლიკელი იყენებს. გარდა ამისა, რეიგანის ფონდმა მიიღო თანხა ტრამპის ოჯახისგან, ამიტომ მისი წინააღმდეგობა გასაკვირია.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა, სურათის გამოყენება მიზანშეწონილი იყო, თავაზიანობის ნიშნად, ელექტრონული ფოსტით დაფინანსების მოძიებას შევწყვეტთ", - განაცხადა არენსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system