თავში

დონალდ ტრამპმა ISIS-ის ლიდერის სიკვდილი დაადასტურა

​დონალდ ტრამპმა ISIS-ის ლიდერის სიკვდილი დაადასტურა
დონალდ ტრამპმა ISIS-ის ლიდერის სიკვდილი დაადასტურა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა. მან პრესკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დაასრულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულთა სპეცოპერაცია სირიაში ცატარდა

„ის მოკვდა როგორც ძაღლი. მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხოა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან მედიასთან სპეცოპერაციის დეტალებიც გააჟღერა. როგორც ტრამპმა თქვა, ალ-ბაღდადი გაქცევისას გვირაბის ბოლოში მოკლეს.

„ის სლუკუნებდა, ტიროდა და ყვიროდა მთელი გზის მანძილზე. მას მდევარი ძაღლები მისდევდნენ. როდესაც მიხვდა, რომ გასაქცევი აღარ ჰქონდა, თავი აიფეთქა მასთან მყოფი სამი მცირეწლოვანი შვილიც შეიწირა“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ამერიკულმა დაზვერვამ სირიის პროვინცია ბარიშაში მიაკვლია. ამის შემდეგ დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელშიც სამხედრო ავიაცია ჩაერთო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system