თავში

დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა NATO-ში გაწევრიანებაა - ზელენსკი

დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა NATO-ში გაწევრიანებაა - ზელენსკი
დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა NATO-ში გაწევრიანებაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დონბასში კონფლიქტის დასრულების გზა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მოლაპარაკებების შედეგად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ხშირად არღვევს. მან სტოლტენბერს მიაწოდა ინფორმაცია საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ და შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ძალების გაზრდისკენ მოუწოდა.

"ასეთი მუდმივი ყოფნა რუსეთის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი უნდა გახდეს, რომელიც განაგრძობს რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას და ხელს უშლის სავაჭრო გადაზიდვებს" - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა NATO-შო გაწევრიანებაა.

"MAP რუსეთის ფედერაციისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება", - დაამატა უკრაინის ლიდერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტივობით შეშფოთებულია.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system